Loading data...
The New York Times: აშშ-სა და ისრაელს ირანზე ახალი სამხედრო დარტყმების გეგმა აქვთ შემუშავებული

„ნიუ-იორკ თაიმსის“ ცნობით, აშშ-მა და ისრაელმა ირანზე ახალი სამხედრო დარტყმების გეგმები შეიმუშავეს, რომელთა განხორციელებაც ამერიკის შუალედური არჩევნების შემდეგ, 3 ნოემბერს იგეგმება.

გამოცემა, აშშ-ის ოფიციალურ პირებსა და სხვა წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ვაშინგტონმა და აშშ-მა სამხედრო წვრთნები გააძლიერეს იმ ოპერაციისთვის მოსამზადებლად, რომელსაც გამოცემა „ხანმოკლე, თუმცა ინტენსიურ ოპერაციად“ აღწერს.

შესაძლო სამიზნეებია ირანის ენერგეტიკული ობიექტები, ბირთვული ობიექტები, ასევე, ირანის რაკეტებისა და დრონების არსენალი.

გაზეთი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ დარტყმების კიდევ ერთმა მასშტაბურმა ტალღამ, შესაძლოა, ირანის ეკონომიკა მკვეთრად დააზიანოს და ისლამური რესპუბლიკა დიპლომატიური დათმობებისკენ აიძულოს.

ანგარიშში, ასევე, ნათქვამია, რომ არსებობს მცირე შანსი იმისა, რომ აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დარტყმების განხორციელება უკვე მიმდინარე თვეში გადაწყვიტოს. ამასთან, აღნიშნულია, რომ საბოლოოდ მან, შესაძლოა, ირანის წინააღმდეგ ნებისმიერი სამხედრო მოქმედების განხორციელების ნებართვა საერთოდ არ გასცეს.