Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი ჰერჩინსკიზე: დღეს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, მიტინგზე რომ დგას და ქართველ ხალხს ულოცავს, ეფერება, ორშაბათს იტყვიან, რომ ამ ქართველ ხალხს უნდა წავართვათ ვიზალიბერალიზაცია?!

„დღეს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, მიტინგზე რომ დგას და ქართველ ხალხს ულოცავს, ეფერება, ორშაბათს იტყვიან, რომ ამ ქართველ ხალხს უნდა წავართვათ ვიზალიბერალიზაცია და მე რომ ამას ვამბობ, ეს არის ანტიევროპული პროპაგანდა?!“, - განაცხადა „დღის ქრონიკაში“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა ევროკავშირის ელჩზე, პაველ ჰერჩინსკიზე საუბრისას.

კითხვაზე, ჰერჩინსკის თქმით, 23 ივნისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოსთან დაკავშირებით სამ საკითხზე იმსჯელებენ. კერძოდ, ეს არის დეზინფორმაცია ევროკავშირის წინააღმდეგ, სანქციების შემოღების შესაძლებლობა და უვიზო მიმოსვლის საკითხი, რა მოლოდინი აქვს მმართველ გუნდს და თუ არის ელჩთან რაიმე სახით კომუნიკაცია, უმრავლესობის დეპუტატმა აღნიშნა, რომ რასაც ის ახლა ეთერში საუბრობს, „მათთვის ესეც დეზინფორმაციაა“.

„დაახლოებით, ასეთი სურათია, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანება, როგორც ჩანს, ქვეყანაში მათი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად სჭირდებოდათ, ვიდრე რეალური ინტეგრაციის პროცესისთვის - ჩვენ სწორედ ამას ვუყურებთ დღეს.

იგივე ეს ვიზალიბერალიზაცია - საქართველომ ჯერ აბსოლუტურად ყველა პირობა შეასრულა, რაც სამართლებრივად საჭირო იყო ვიზალიბერალიზაციისთვის. ამ ხნის განმავლობაში, რომ იტყვიან, ერთი პირობის დარღვევა არ გვქონია, მაგრამ როდესაც ეს მოგვანიჭეს, თან დააყოლეს - არ უნდოდათ, ეს ხელისუფლებას პლუსში ჩასწეროდა, ამბობდნენ, ეს ჩვენ ქართველ ხალხს მივანიჭეთო.

დღეს ევროპის დღეებთან დაკავშირებით, მიტინგზე რომ დგას და ქართველ ხალხს რომ ულოცავს და ეფერება, ორშაბათს იტყვიან, რომ ამ ქართველ ხალხს უნდა წავართვათ ვიზალიბერალიზაცია და მე რომ ამას ვამბობ, ეს არის ანტიევროპული პროპაგანდა?! ამაშია სწორედ, რომ თავისივე წესებში არიან აბნეულ-დაბნეულები და აშკარად ჩანს, რომ მათ მათ შორის ვიზალიბერალიზაცია საქართველოში დრეს ისევ პოლიტიკური ვითარების დასამძიმებლად და გასაუარესებლად სჭირდებათ“, - განაცხადა ქადაგიშვილმა.