ირაკლი ქადაგიშვილი: ევროპა, ჯერჯერობით, ვერ გამოსულა ომის რიტორიკიდან, მაგრამ ომი რაც უფრო მძიმე ხასიათს იღებს, გამოფხიზლება ნელ-ნელა მოდის
„ევროპა, ჯერჯერობით, ვერ გამოსულა ომის რიტორიკიდან, მაგრამ ომი რაც უფრო მძიმე ხასიათს იღებს, გამოფხიზლება ნელ-ნელა მოდის“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, რადგან საქართველოში რუსული ტანკი არ აგრუხუნდა, ამიტომ დაიწყო საქართველოს ბულინგი.
„უნდოდათ, საქართველო დაენიშნათ რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის ფლაგმანად. საქართველომ ამაზე უარი განაცხადა და, რა თქმა უნდა, აქვე დაიწყო საქართველოს ბულინგი - ქიმიურ იარაღამდე იყოს ის, რომ ჩვენ ვართ „რუსული რეჟიმი“. რადგან საქართველოში რუსული ტანკი არ აგრუხუნდა, ე.ი. ჩვენ რუსული რეჟიმი ვართ.
ევროპა, ჯერჯერობით, ვერ გამოსულა ომის რიტორიკიდან, მაგრამ ომი რაც უფრო მძიმე ხასიათს იღებს, მათ შორის, პირველ რიგში, უკრაინისთვის, გამოფხიზლება ნელ-ნელა მოდის. თან, ჩვენ ვხედავთ, რომ ტრამპის ადმინისტრაცია ფიქრობს, ეს ომის აბსოლუტურად კონტრპროდუქტიულია, არ შედის ამერიკის ეროვნულ ინტერესებში“, - აღნიშნავს ქადაგიშვილი.