ირაკლი ქადაგიშვილი: ეკონომიკური წინსვლა, ინვესტიციების მოზიდვა, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, მათ შორის პროდუქტებზე შესაძლო ფასების გაიაფება, ამ ოპოზიციის ინტერესებში არ შედის
ეკონომიკური წინსვლა, ინვესტიციების მოზიდვა, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, მათ შორის პროდუქტებზე შესაძლო ფასების გაიაფება, ამ ოპოზიციის ინტერესებში არ შედის, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა.
მისი თქმით, ოპოზიციისთვის მიუღებელია ყველაფერი ის, რაც რევოლუციას არ უწყობს ხელს.
„ერთი შეხედვით, თითქოს ოპოზიციისთვის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა უნდა ყოფილიყო, რომ ფასები იყოს სტაბილური, ან იაფი და ასე შემდეგ. როგორც კი ხელისუფლებამ დაიწყო ამ საკითხზე საუბარი, მაშინვე კრიტიკის ნიაღვარი წამოვიდა. ეს კიდევ ერთხელ მიგვანიშნებს, რომ ამ ოპოზიციის გაცხადებული მიზანია ე.წ. რევოლუცია.
ამიტომ, ყველაფერი ის, რაც რევოლუციას არ უწყობს ხელს, არის მათთვის მიუღებელი და რა თქმა უნდა, ეკონომიკური წინსვლა, ინვესტიციების მოზიდვა, ცხოვრების პირობების გაუმჯობესება, მათ შორის პროდუქტებზე შესაძლო ფასების გაიაფება, ამ ოპოზიციის ინტერესებში არ შედის“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.