Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი დომენტი ჩუბინიძის საქმეზე: ატარებს სწორედ იმ მიზანს, რომ მოახდინოს სახელმწიფოს ინტერესების დისკრედიტაცია - დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი და შესაძლებლობა, რომ ასეთი მიზანმიმართული კამპანიების სამართლებრივი შეფასება და დევნა დაიწყოს

„დღეს სახელმწიფოს აქვს უნარი და შესაძლებლობა, რომ ასეთი მიზანმიმართული კამპანიების სამართლებრივი შეფასება და დევნა დაიწყოს. დანარჩენი გამოძიებისა და სასამართლოს საკითხია“, - განაცხადა რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა დომენტი ჩუბინიძის საქმის კომენტირებისას.

მისივე თქმით, აშკარა იყო სახელმწიფო ინტერესების დისკრედიტაციის მცდელობა.

„რა თქმა უნდა, თავის თავში ატარებს სწორედ იმ მიზანს, რომ მოახდინოს სახელმწიფოს ინტერესების დისკრედიტაცია, მათ შორის ისეთ უმნიშვნელოვანესს საკითხთან დაკავშირებით, როგორიც არის მეზობელ სახელმწიფოებთან საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საკითხი. სწორედ კიდევ ერთხელ აღსანიშნავია ის, რომ დღეს სახელმწიფოს აქვს იმის უნარი და შესაძლებლობა, რომ ასეთი მიზანმიმართული კამპანიების სამართლებრივი შეფასება და დევნა დაიწყოს. დანარჩენი გამოძიებისა და სასამართლოს საკითხია“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.