Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: დახურული სემინარი ბახმაროში არის მარტა კოსის მიერ დაანონსებული შანტაჟის პირველი პრაქტიკული გამოვლინება, რადგან სამოქალაქო დიალოგისთვის განკუთვნილ სემინარს არ სჭირდება დახურული ფორმატი

„დახურული სემინარი ბახმაროში არის მარტა კოსის მიერ დაანონსებული შანტაჟის პირველი პრაქტიკული გამოვლინება, რადგან სამოქალაქო დიალოგისთვის განკუთვნილ სემინარს არ სჭირდება დახურული ფორმატი“, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა.

მისივე თქმით, საქართველოში არსებობს გამოცდილებაც, როდესაც სხვადასხვა აბრის ქვეშ ტარდებოდა, თითქოს, რაღაც ღონისძიება და სინამდვილეში ე.წ. კანვასისეული რევოლუციური სცენარების განვითარების გეგმების ტრენინგი იყო.

„გაუმჭვირვალობა მეტყველებს იმაზე, რომ რაღაცა მაინც არის დასამალი. თავის გასამართლებლად იმის თქმა, რომ რაღაცას აფინანსებენ და ვიღაცას ჰონორარს არ უხდიან, საკმარისი არ არის. ეს მსგავსი ტიპის დახურული შეკრებების პრაქტიკის გამეორების მცდელობაა, რომელიც საქართველოში ძალიან მძიმე გამოცდილებით ახსოვს ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებას. შეიძლება, ჩაითვალოს, რომ ეს არის ზუსტი ანალოგი იმისა, რაც სამწუხაროდ, ხშირად ხდებოდა ხოლმე“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.