Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი: არასამთავრობოების წარმომადგენლები ქვეყნის შეგნებულად დაზიანებას ცდილობენ

პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლების ნიდერლანდების პარლამენტში სიტყვით გამოსვლას გამოეხმაურა.

ქადაგიშვილის განცხადებით, არასამთავრობოების წარმომადგენლები ქვეყნის შეგნებულად დაზიანებას ცდილობენ.

„მათ ჰყავთ სპეკულაციის დამკვეთებიც და მიმღებებიც, რომ რამენაირად, საქართველოსთან მიმართებით ისეთი შეზღუდვები, ან რაიმე პოლიტიკა გაატაროს დასავლეთმა, რომ საქართველო დააზიანონ. ესენი ფიქრობენ, რომ თუ არ დაზიანდა ქვეყანა, თუ არ შეილახა ეკონომიკური ან მოსახლეობის სხვა ინტერესები და ამით საზოგადოებაში უკმაყოფილება თუ არ დაიბადა, ისე მათ არანაირი პოზიტივი არ აქვთ და მოსახლეობა მათ, როგორც ხელისუფალს ვერ აღიქვამს“, - აღნიშნა ქადაგიშვილმა.