Loading data...
ირაკლი ქადაგიშვილი - არ ვიცი, ოპოზიციამ მერამდენე ფრონტი და პლატფორმა უნდა შექმნას, სჯობს, მიწაზე დაეშვან და რეალურად შეაფასონ თავიანთი ქმედებები, რომლებიც ყოველ ჯერზე ანტიეროვნული იყო

„არ ვიცი, მერამდენე ფრონტი და პლატფორმა უნდა შექმნან. ვიდრე ფრონტს შექმნიან, სჯობს, ფრონტის წევრები მიწაზე დაეშვან და რეალურად შეაფასონ ქვეყნის მდგომარეობა, თავიანთი ქმედებები, რომლებიც ყოველ ჯერზე ანტიევროპული, ანტიპროდუქტიული და ანტიეროვნული იყო. ეს გათვლილი იყო უცხოეთში დაბეზღებაზე, უცხოეთიდან წამოსული დაკვეთების შესრულებაზე და აცდენილი საქართველოს ეროვნულ ინტერესებს“, – ამის შესახებ პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

ქადაგიშვილს ოპოზიციის ერთობასთან დაკავშირებით „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებაზე დაუსვეს კითხვა.

„ზურაბ ჯაფარიძე იქნება თუ სხვა, ვიდრე ამ ფუნდამენტურ უფლებებს კარგად არ შეაფასებენ, ყველა ფრონტი და პლატფორმა ჰაერში გამოკიდებული იქნება. დღეს ქართული ოპოზიცია ისეთ მდგომარეობაშია, რომ ვინც ოდიოზური ან ანგაჟირებულია, ოპოზიციაში თავისი ამომრჩეველი ეყოლება, მაგრამ ეროვნული ფრონტის მასშტაბთან ახლოს ვერ მივა“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.