1785245835
პოლიტიკა
ირაკლი ქადაგიშვილი ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე: იმის გამო, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი სპორტსმენია, მაშინვე ძალადობის იარლიყი მიაკრეს, ეს შეგნებული დეზინფორმაციაა
„ის შეტევა, უხამსობა, ის მიზანმიმართული საქმიანობა, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის კულტურულ იდენტობასთან, ჩვენი ქვეყნის რელიგიურ იდენტობასთან, ადამიანებში იწვევს გარკვეულ პროტესტს“, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა ახალი მოძრაობის დაფუძნებასთან დაკავშირებით ოპოზიციის განცხადებებზე.
მისივე თქმით, ამ კონტრპროტესტის გამოხატვის უფლება და ამ ღირებულებების დაცვის უფლება ყველა ადამიანს აქვს.
„აქცენტი კეთება, რომ გინდა თუ არა ეს იქნება მოძალადეთა ჯგუფიო. მე ვფიქრობ, რომ ესეც შეგნებული დეზინფორმაციაა იმის გამო, რომ ერთ-ერთი დამფუძნებელი სპორტსმენია, მაშინვე ძალადობის იარლიყი მიაკრეს. ყველა ღირებულებას დაცვა სჭირდება, ღირებულებითი კონტექსტით“, - აღნიშნა ირაკლი ქადაგიშვილმა.