1771409615
პოლიტიკა
ირაკლი ჩიქოვანი: დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ პატრიოტს - ბატონი ბიძინა დღესაც, საკუთარი მაგალითით, მონდომებითა და შეუდარებელი სიმტკიცით არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი
საქართველოს თავდაცვის მინისტრი, ირაკლი ჩიქოვანი „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს დაბადების დღეს ულოცავს.
„დაბადების დღეს ვულოცავ ჩვენი სამშობლოს გამორჩეულ პატრიოტს. მინდა, მას მადლობა გადავუხადო უდიდესი ძალისხმევისთვის, რამაც ქვეყანას ეროვნული სუვერენიტეტისა და სახელმწიფოებრივი განვითარების შესაძლებლობა მისცა. ბატონი ბიძინა დღესაც, საკუთარი მაგალითით, მონდომებითა და შეუდარებელი სიმტკიცით არის ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტი. ვუსურვებ მას ჯანმრთელობას, დღეგრძელობასა და ბედნიერებას საკუთარ ოჯახთან ერთად!“ - წერს ირაკლი ჩიქოვანი.