Loading data...
ირაკლი ჭეიშვილი: საქართველოს ისტორიას არ ახსოვს მსგავსი რუსეთის აგენტები, როგორიც დღეს ჩვენი ოპოზიციაა

„საქართველოს ისტორიას არ ახსოვს მსგავსი რუსეთის აგენტები, როგორიც დღეს ჩვენი ოპოზიციაა“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა, რითაც იგი სოციალურ ქსელში ზურა გირჩი ჯაფარიძის მიერ გამოქვეყნებულ პოსტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ოპოზიციის მსგავსი რუსული საქმე საქართველოში, მგონი, დღემდე არავის უკეთებია

„საქართველოს ისტორიას არ ახსოვს მსგავსი რუსეთის აგენტები, როგორიც დღეს ჩვენი ოპოზიციაა. ეგეთი რუსული საქმე საქართველოში, მგონი, დღემდე არავის უკეთებია. არც ერთი მტკიცებულება არ გააჩნიათ ჩვენ მიმართ, რომ ჩვენ რაიმე ტიპის შეხება გვქონდეს რუსეთთან და რაღაცას ბოდიალი აქვთ - ის, რომ თითქოს, ჩვენი რაღაც განცხადებები ემთხვევა და ა.შ“, - აღნიშნა ჭეიშვილმა.