Loading data...
ირაკლი ჭეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობას“- დეზინფორმაციის წყარო ხართ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ჭეიშვილი „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ქარდებს აზიარებს და აღნიშნულ ორგანიზაციას დეზინფორმაციის წყაროდ მოიხსენიებს.

მისი თქმით, გამჭვირვალობის კანონი იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება, რაც კი მიუღიათ.

„გამჭვირვალობა კი არა, დეზინფორმაციის წყარო ხართ! გამჭვირვალობის კანონი იყო ყველაზე სწორი გადაწყვეტილება ალბათ, რაც კი მიგვიღია !“, - წერს ირაკლი ჭეიშვილი

ცნობისთვის, „გრანტების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები შედის, რომლის საფუძველზეც გარე ლობიზმი სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება. ამასთან დაკავშირებით კი „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სოციალურ ქსელში ქარდები გამოაქვეყნა.