ირაკლი ჭეიშვილი: სააკაშვილმა საკუთარ დედას გადასცა ლარად უნივერსიტეტი, ამაზე მეტი კორუფციული გარიგება რა უნდა იყოს?!
მმართველი გუნდის წევრი ირაკლი ჭეიშვილი მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებას გამოეხმაურა.
საუბარია განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილის ვერცერთ ქმედებაში ვერც დანაშაულს, ვერც უსამართლობას და ვერც კორუფციას ხედავს.
„როდესაც გიული ალასანია თავის შვილზე, მიხეილ სააკაშვილზე საუბრობს, რომ ის კორუფციას ვერ იტანდა, მაშინ, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა დედას, ანუ გიული ალასანიას, ლარად გადასცა უნივერსიტეტი, ამაზე მეტი კორუფციული გარიგება რა უნდა იყოს?! საკუთარ დედას გადასცა ლარად უნივერსიტეტი და, ზოგადად, „ნაცმოძრაობის“ დროს, ცხრა წლის განმავლობაში რომ ელიტური კორუფცია, ზოგადად, კორუფცია ყვაოდა ქვეყანაში, ეს იყო გამოძახილი ზუსტად 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის შედეგების, როგორც დადგა ჩვენს ქვეყანაში.
გავუშვით პოლიტიკურ სანაგვეზე „ნაციონალური მოძრაობა“. ყველა აღიარებდა აბსოლუტურად, რომ კორუფცია ყვაოდა ქვეყანაში. მაშინ, რა სასაცილოა ახლა გიული ალასანიას კომენტარი, რასაც თავის შვილზე საუბრობს.
ვერ გამახსენებთ ვერც ერთ ფაქტს, რომ რომელიმე მაღალი მაღალჩინოსანი კორუფციის გამო „ნაციონალურ მოძრაობაში“ იქნა დასჯილი და ჩვენს დროს არ არსებობს გარემოებები, თანამდებობა ყოფილი თუ მოქმედი თანამდებობის პირი, აბსოლუტურად, გადაცდომის შემთხვევაში, ყველა მიეცემა პასუხისგებაში“, - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ ირაკლი ჭეიშვილმა.