ირაკლი ჭეიშვილი: რასაც „ასავალ-დასავალი“ აკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით - მანიპულაციურია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ რასაც „ასავალ-დასავალი“ აკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით - მანიპულაციურია.
„როდესაც ბრალი წარუდგინეს ირაკლი ღარიბაშვილს, მაშინ თვითონ ითანამშრომლა და აღიარებული აქვს ის ბრალი, რაც მას წარუდგინეს და რისთვისაც ის იხდის სასჯელს. ეს არის პრობლემა, რომ „ასავალ-დასავალის“ გასათეთრებელი არ უნდა დარჩეს ირაკლი ღარიბაშვილის ნებისმიერი განცხადება და მისი შეხედულებები.
არც ეგ არის გამორიცხული, რომ თვითონ მისი ასე ვთქვათ გარემოცვიდან იყოს შეკვეთილი სტატიები, ხომ? ანუ რასაც „ასავალ-დასავალი“ აკეთებს დავით გარეჯთან დაკავშირებით, თავიდან ბოლომდე, არის მანიპულაციური.
ზოგადად, ის სენსიტიური თემები, რაც ჩვენ ქვეყანაში არის დავით გარეჯი და სხვა ნებისმიერი, რასაც ემოციურად აღიქვამს და უყურებს საქართველოს მოსახლეობა, რატომღაც ყოველთვის პედალირება მაგით ხდება და როცა პოლიტიკაში მოდიან ეს სენსიტიური თემებით, უნდათ, რომ რაღაც პოლიტიკური ქულები დაიწერონ“, - აცხადებს ირაკლი ჭეიშვილი.