1777713456
პოლიტიკა
ირაკლი ჭეიშვილი: „ნაცმოძრაობის“ დაარსების დღიდან, ახალი არ არის, რომ ზოგადად, საპატრიარქოზე, ეკლესიაზე, ყველაფერ წმინდაზე ხდება შეტევა
მმართველი გუნდის დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს, რომ „ნაცმოძრაობის“ მხრიდან ეკლესიაზე შეტევა ახალი არ არის.
მისი თქმით, ოპოზიციის კანდიდატი ვერ ხდება პატრიარქი და ახლა ყველას შეუტევენ, ვინც მათთვის არის მიუღებელი.
„ნაცმოძრაობის დაარსების დღიდან, ეს ახალი არ არის, რომ ზოგადად საპატრიარქოზე, ეკლესიაზე, ყველაფერ წმინდაზე ხდება შეტევა და დისკრედიტაცია. ჩვენ გვახსოვს მათი დარბეული ტაძრები და არა ერთი შეტევა ეკლესიაზე და არა ერთი მომზადებული სიუჟეტი.
მათი სასურველი კანდიდატი ვერ წინაურდება და ვერ ხდება პატრიარქი და შესაბამისად, ახლა ყველაფერს და ყველას შეუტევენ აბსოლუტურად, ვინც მათთვის არის მიუღებელი. აქედან გამომდინარე, არაფერი არ არის გასაკვირი ამ ბინძური ხალხისგან, თუ ასეთ ტალახს ესვრის ეკლესიას“, - აღნიშნავს ჭეიშვილი.