ირაკლი ჭეიშვილი ევროკავშირთან ურთიერთობაზე: სანამ არ დაიწყო რუსეთ-უკრაინას შორის ომი და არ მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა და სანქციებზე მიერთება, გვქონდა ნორმალური ურთიერთობა, შემდეგ დაიწყო რევოლუციის მცდელობები, ქვეყნის ხელისუფლების არაკანონიერი გზით დამხობის მცდელობები, ახლა რას ითხოვენ? რიტორიკის შეცვლაზე ჩვენ გვესაუბრებიან მაშინ, როდესაც არაერთი კანონი გვაქვს მიღებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, რომ დავიცვათ და რადიკალების ღონისძიებებს აფინანსებენ
„სანამ არ დაიწყო რუსეთ-უკრაინას შორის ომი და არ მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა და სანქციებზე მიერთება, გვქონდა ნორმალური ურთიერთობა. შემდეგ დაიწყო რევოლუციის მცდელობები, ქვეყნის ხელისუფლების არაკანონიერი გზით დამხობის მცდელობები. ახლა რას ითხოვენ? რიტორიკის შეცვლაზე ჩვენ გვესაუბრებიან მაშინ, როდესაც არაერთი კანონი გვაქვს მიღებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, რომ დავიცვათ და რადიკალების ღონისძიებებს აფინანსებენ“, - განაცხადა „დღის ქრონიკასთან“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა ევროკავშირთან ურთიერთობაზე საუბრისას.
მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლებას აქვს დაფიქსირებული მზაობა ურთიერთობის გადატვირთვასთან დაკავშირებით და ახლა ჯერ ევროკავშირზეა.
„ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ ვრჩებით მეგობრობის რეჟიმში ცალმხრივად. მათი მხრიდან ინიციატივის შემთხვევაში, ჩვენ ნებისმიერ დროს ვართ დიალოგის გასამართად მზად.
ჩვენ გვაქვს ამის მზაობა, რომ დავახლოვდეთ ევროკავშირთან ისე, როგორც ვიყავით გარკვეული წლების წინ. მაგრამ ის, რომ რიტორიკა უნდა შეცვალოს ევროკავშირმა საქართველოსთან მიმართებით, ეს არახალია.
სანამ არ დაიწყო რუსეთ-უკრაინას შორის ომი და არ მოგვთხოვეს მეორე ფრონტის გახსნა და სანქციებზე მიერთება და მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება, მანამდე ჩვენ გვქონდა ნორმალური ურთიერთობა ევროკავშირთან. ამის შემდეგ დაიწყო ჩვენს შორის დაძაბულობა. მერე დაიწყეს ქვეყანაში გადატრიალებების მცდელობები, მერე დაიწყეს რევოლუციის მცდელობები, ქვეყნის ხელისუფლების არაკანონიერი გზით დამხობის მცდელობები. მერე იყო, რომ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის მივიღეთ არაერთი კანონი. ახლა რას ითხოვენ? რიტორიკის შეცვლაზე ჩვენ გვესაუბრებიან მაშინ, როდესაც არაერთი კანონი გვაქვს მიღებული ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოება, რომ დავიცვათ და რადიკალების ღონისძიებებს ისე აფინანსებენ დღევანდელი მოცემულობით ევროკავშირის ქვეყნები ჩვენი კანონმდებლობის გვერდის ავლით, რომ მინიმუმ ჩვენ სუვერენიტეტს და ჩვენს კანონს არ სცემენ პატივს. და კიდევ გვესაუბრებიან, რომ ჩვენ შევცვალოთ რიტორიკა?! მათგან არც ერთი ნაბიჯი არ არის გადადგმული, რომ ნორმალიზება მოხდეს ურთიერთობის“, - განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.
მისი თქმით, იმ ფონზე, როდესაც საქართველოს რიტორიკას უწუნებენ, ევროკავშირის ფულით ფინანსდება „კორძის“ კონცერტი, რომელიც მილიონობით ქართველს აგინებს.