Loading data...
ირაკლი ჭეიშვილი: ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებასა და პოლიციის დაწვის მცდელობაზე როდესაც სისხლის სამართლის დევნა დავიწყეთ, გერმანია და საფრანგეთი გვაკრიტიკებდნენ, ახლა იმავე ფაქტებზე კანონს ამკაცრებენ

საქართველოში როდესაც ნიღბების გამოყენება ავკრძალეთ და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის გამოყენებასა და პოლიციის დაწვის მცდელობაზე სისხლის სამართლის დევნა დავიწყეთ, გერმანია და საფრანგეთი გვაკრიტიკებდნენ, ახლა იმავე ფაქტებზე კანონს ამკაცრებენ, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, არც საქართველოში, არც გერმანიაში და არც საფრანგეთში არ უნდა წვავდნენ არავის.

„კანონი გასამკაცრებელია და ამას ვემხრობით, მაგრამ რატომღაც, ამბობდნენ, რომ საქართველოში ეს დემოკრატიული პროცესი არ იყო, ასევე, ამბობდნენ, რომ თურმე პოლიციელებზე ზეწოლა და თავდასხმა არ ხდებოდა. დღეს, რა ხდება, ზუსტად იგივე, რაც ხდებოდა საქართველოში.

ამ ადამიანებზე სისხლის სამართლის დევნა დაიწყეს მკვლელობის მცდელობის მუხლით. უნდა დაიწყოს და სწორად აკეთებს საფრანგეთის ხელისუფლება, მაგრამ სწორად ვაკეთებდით ჩვენც. უბრალოდ მაშინ, არასწორ კრიტიკას ვისმენდით. ეს არის და ორმაგი სტანდარტები, რაც საქართველოს მიმართ ხდებოდა“, - აღნიშნა ირაკლი ჭეიშვილმა.