ირაკლი ჭეიშვილი: ეს არის ზუსტად მე-5 კოლონა, რასაც ჰქვია ლომჯარია და მისნაირები, ესენი არიან ქვეყნის მტრები
„ეს იყო კონსპირაციული შეხვედრა, იქ მხოლოდ ყავის დასალევად არ მისულა ლომჯარია. ამიტომ იქნა გაპარებული უკანა გასასვლელიდან და რაც დააფიქსირა „იმედის“ ტელევიზიამ“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის წევრმა ირაკლი ჭეიშვილმა, გერმანიის ელჩს პეტერ ფიშერსა და ყოფილ სახალხო დამცველ ნინო ლომჯარიას შორის გამართულ კონსპირაციულ შეხვედრაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, არაფერია გასაკვირი, თუ ნინო ლომჯარია იყო იქ ფარულად და კონსპირაციულად.
„მათ იციან, რომ დიპლომატიური პასპორტების უვიზო მიმოსვლის აკრძალვა არ მოიტანს შედეგს და ცდილობენ, ქართველი ხალხი დაასანქცირონ და ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება მიაწოდონ და სისრულეში მოაყვანინონ ევროკავშირს.
ეს არის ზუსტად მე-5 კოლონა, რასაც ჰქვია ლომჯარია და მისნაირები, ესენი არიან ქვეყნის მტრები, რომლებიც არ ზრუნავენ ერთი წამი და წუთი ქართველ ხალზე, ესენი ზრუნავენ საკუთარ თავებზე, როგორ ჩაიგდონ ხელისუფლება და როგორ მოვიდნენ ისევ ხელისუფლებაში და ის გაუკეთონ ქვეყანას, რასაც 9 წლის განმავლობაში უკეთებდნენ. აქედან გამომდინარე, არაფერი არ არის გასაკვირი, თუ ნინო ლომჯარია იყო იქ ფარულად, კონსპირაციულად“, - აღნიშნავს ჭეიშვილი.