Loading data...
იონათამიშვილი: საქართველომ მადლობა მიიღო, რომ კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა ვალდებულებას, გარე სპიკერებს ქართველ ხალხთან და სახელმწიფოსთან ბოდიში აქვთ მოსახდელი

გვახსოვს, ქვეყნის შიდა და გარე მტრებისგან როგორი მასირებული შტურმი იყო საქართველოს წინააღმდეგ, საქართველომ კი მადლობა მიიღო, რომ კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა ვალდებულებას, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, გარე სპიკერებს ქართველ ხალხსა და სახელმწიფოსთან ბოდიში აქვთ მოსახდელი.

„გვახსოვს, ქვეყნის შიდა და გარე მტრებისგან როგორი მასირებული შტურმი იყო საქართველოს წინააღმდეგ. როგორც წესი, ეს შტურმი ყოველ ჯერზე კოორდინირებული და შეთანხმებული იყო, სადაც ჩართული იყვნენ ე.წ. პოლიტიკური პარტიები და მათი გარე პატრონები ევროპული სტრუქტურებიდან.

დღეს კიდევ ერთხელ ვნახეთ, საქართველომ მადლობა მიიღო, რომ კეთილსინდისიერად ასრულებს ყველა ვალდებულებას. ამიტომ გარე სპიკერებს ქართველ ხალხსა და სახელმწიფოსთან ბოდიში აქვთ მოსახდელი, ხოლო შიდა აქტორებს, რომლებიც ქვეყანას დეზინფორმაციის გავრცელებით ებრძვიან, არანაირი მორალური უფლება არ აქვთ, პოლიტიკაში რჩებოდნენ“, - აღნიშნა იონათამიშვილმა.