Loading data...
იონათამიშვილი ოპოზიციაზე: ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა რატი იონათამიშვილმა ოპოზიციის გეგმაზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ისაუბრა.

„ძალიან დახლართულები არიან და როგორც ჩანს, მათი პატრონებიც ისევე დაიხლართნენ ამ ყველაფერში როგორც ესენი. რაც არ სცადეს, არაფერი გამოუვიდათ - არც პატრონებს, არც მათ ყმებს რადიკალური ოპოზიციის სახით“, - აღნიშნავს იონათამიშვილი.