Loading data...
იონათამიშვილი ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანთა დაცვის კანონზე: არცერთ კანონს არ ჰქონდა ისეთი ფართო კონსენსუსი საზოგადოების, როგორც ამ კანონს - ზუსტად ეს იყო იმ ვალდებულებების განხორციელება, რაც მაშინ საზოგადოებამ დაგვიწესა

„2024 წლის 17 მაისს მილიონზე მეტი ადამიანი გამოვიდა თბილისისა და სხვა ქალაქების ქუჩებში, ისინი ითხოვდნენ ოჯახური ღირებულებებისა და არასრლუწლოვანთა კანონის დაწერას და ინიცირებას“, - განაცხადა გადაცემაში „ღია ეთერი-დებატები“ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე რატი იონათამიშვილმა.

„ჩვენ ვართ წარმომადგენლობითი დემოკრატია და ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმღები პირი არის ვალდებული, იმოქმედოს და გადაწყვეტილებები მიიღოს თავისი საზოგადოების კარნახით.

არცერთ კანონს არ ჰქონდა ისეთი ფართო კონსენსუსი საზოგადოების, როგორც ამ კანონს ჰქონდა მაშინ. ამიტომ, ზუსტად ეს იყო იმ ვალდებულებების განხორციელება, რაც მაშინ საზოგადოებამ დაგვიწესა“, - აღნიშნა რატი იონათამიშვილმა.