იონათამიშვილი „ენჯეოებზე“: მათი კონკრეტული მიზანია, კანონის გვერდის ავლით, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა ახორციელონ ჩვენს ქვეყანაში
„მათი კონკრეტული მიზანია, კანონის გვერდის ავლით, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა ახორციელონ ჩვენს ქვეყანაში“, - ამის შესახებ მმართველი გუნდის დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები ანტიქართულ საქმიანობას ახორციელებენ.
„ის ფაქტი, რომ ეს ე.წ. არასამთავრობო ორგანიზაციები რეგისტრირდებიან ესტონეთში, როგორც ვნახეთ, ზოგს მისამართად მითითებული აქვს რკინიგზა, ზოგს გაურკვეველი ქოხი, არის შემთხვევები, სადაც რამდენიმე ორგანიზაცია ერთსა და იმავე მისამართზეა რეგისტრირებული. ისინი არ ემსახურებიან საქართველოში არც არავის ადვოკატირებას და არც უფლებების დაცვას, არამედ მათი კონკრეტული მიზანი არის, რომ კანონის გვერდის ავლით, ანტიქართული და ანტისახელმწიფოებრივი საქმიანობა ახორციელონ ჩვენს ქვეყანაში. დამატებით, ცხადია, ჩნდება კითხვის ნიშნები - ეს ხომ არ არის ფულის გათეთრების ერთგვარი სქემა“, - აღნიშნავს იონათამიშვილი.