Loading data...
იძირება ეს ფარჩაკი იქ, სადაც მისი ადგილია და ყველაფრის თან წაღება უნდა - თამარ ჩერგოლეიშვილი სააკაშვილზე

„სააკაშვილი ისე განადგურდება, მის სადღეგრძელოსაც აღარავინ დალევს“, – წერს პარტია ფედერალისტების ლიდერი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში. 

„სააკაშვილის პოსტიდანაა ნაწყვეტი. დემოკრატიული პარტიების კოორდინაციის პროექტს ერჩის ეს მაოხრებელი გზირი. გრასრუტი კი არა მეგობრებო, ამ პოლიტიკურ ლეშს რამდენიმე უკბილო ორკის გარდა, კაცი აღარ ჰყავს - რეგისტრაციის საერთო პროექტში 100 კაცი ძლივს დაირეგისტირეს ნაცებმა, როცა 500-მდე ფედერალისტი პირველ ორ დღეში დარეგისტრირდა.

იძირება ეს ფარჩაკი იქ, სადაც მისი ადგილია და ყველაფრის თან წაღება უნდა. მე არ ვიცი ეს ვის უსმენს, მაგრამ გადაეცით, რომ ერთადერთი შანსი რომ გადარჩეს ისაა, რომ ლაგამი ამოიდოს, მოქცევის წესებს დამორჩილდეს, და კუთხეში ჩუმად იჯდეს. არადა განადგურდება ისე, რომ სადღეგრძელოსაც აღარავინ დალევს ამისას“, - აცხადებს ჩერგოლეიშვილი. 

ინფორმაციისთვის, საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ საქართველოში ბოლო წლებში შექმნილი ჯგუფები არა იმდენად პარტიებია, არამედ პოლიტიკური პროექტები, თავიანთი ინვესტორებით და მოლაპარაკე თავებით, რომლებიც, მისივე თქმით, გაერთიანების წინააღმდეგ არიან.