Loading data...
იან პრაუდი: თავად ევროკავშირია უკრაინის ომით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისში, ევროკავშირი ისეთ მდგომარეობაშია, რომ არ აქვს იმის შნო, საქართველოს მიუთითოს რეფორმები

სასურველია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს კარგი ურთიერთობები ჰქონდეთ, მაგრამ ევროკავშირი თავად ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას არ აქვს იმის შნო, საქართველოს მიუთითოს რეფორმები, -  ამის შესახებ „იმედი LIVE“-ში ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა განაცხადა.

კითხვაზე, რომ ოპოზიცია და არასამთავრობო სექტორი ცდილობენ ხელისუფლებსთვის „პრორუსულის“, ასევე„პროირანული“ და „პროჩინური“ იარლიყების მიწებებას და რა ტიპის პოლიტიკა უნდა აწარმოოს საქართველომ მრავალპოლარული სამყაროს პირობებში, ბრიტანელმა ექსპერტმა განაცხადა, რომ ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან საჭიროა.

„ურთიერთობა ყველა ქვეყანასთან საჭიროა, სასურველია კარგი ურთიერთობები. „პრორუსული“ იარლიყის მიწებება არის სრული სისულელე - საქართველოს რუსეთის ფედერაციასთან დიპლომატიური ურთიერთობებიც კი არ აქვს და მას ამ დროს პრორუსულობაში სდებენ ბრალს. ეს ძალიან უცნაურია.

საქართველოს, სხვათა შორის, ძალიან დაბალანსებული სავაჭრო და საინვესტიციო კავშირი აქვს მსოფლიო მასშტაბით. მე გასულ წელს შევისწავლე ეს საკითხი არჩევნებით დაინტერესებისას და ბევრ სახელმწიფოსთან გაქვთ სავაჭრო ურთიერთობები, არის ბევრი ინვესტიცია სხვადასხვა სახელმწიფოდან. ეს ძალიან ჯანსაღი მიდგომაა და ეს ასეც უნდა გაგრძელდეს.

თავად ევროკავშირია ახლა უკრაინის ომით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისში. გაიზარდა ენერგიის ფასები, ხდება დეინდუსტრიალიზაცია. დიახ, სასურველია, რომ საქართველოსა და ევროკავშირს კარგი ურთიერთობები ჰქონდეთ, მაგრამ ევროკავშირი თავად ისეთ მდგომარეობაშია, რომ მას არ აქვს იმის შნო, საქართველოს მიუთითოს რეფორმები. ევროკავშირს თავად აქვს ბევრი ეკონომიკური და პოლიტიკური გამოწვევა“, - აღნიშნა იან პრაუდმა.