იან პრაუდი: მიმაჩნია, რომ საქართველოსადმი რიგი სახელმწიფოების დამოკიდებულება არის ყოვლად არასამართლიანი

მე მიმაჩნია, რომ საქართველოსადმი რიგი სახელმწიფოების დამოკიდებულება არის ყოვლად არასამართლიანი. საქართველოში გასულ წელს ჩატარდა არჩევნები, ეუთოს სადამკვირვებლო მისიამ დაადგინა, რომ ეს იყო კონკურენტული არჩევნები, მკაფიო შედეგით. მმართველმა პარტიამ კი მანდატი მიიღო. ეს არის არჩევნების არსიც, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“-ში ბრიტანელმა დიპლომატმა, გლობალური კრიზისების მართვის ექსპერტმა იან პრაუდმა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებზე საუბრისას.
მან დასავლელი პოლიტიკოსების მხრიდან საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს მიუღებელია.
„ევროპელ და ამერიკელ ლიდერებს კი ის დარჩენიათ, რომ რუსთაველზე ჩამოვიდნენ და აქციის მონაწილეებს შეუერთდნენ, როგორც ეს თავის დროზე მაიდანის მოვლენებისას იყო 2014 წელს.
საქართველოს მიმართულებით დასავლეთისგან ვიხილეთ არცთუ ისე წესიერი საქციელი - ეს იყო პირდაპირი და უხეში ჩარევა საქართველოს შიდა საქმეებში, მაშინ როდესაც ჩვენ ვიხილეთ თავისუფალი და კონკურენტული არჩევნები. დემოკრატიის არსი ხომ დამარცხების აღიარებაა. ყოველ 4 ან 5 წელიწადში ერთხელ აძლევ ხმას და გაქვს იმედი, რომ სწორედ შენი რჩეული პარტია მოიგებს, წინააღმდეგ შემთხვევაში აღიარებ მარცხს და ელი მომავალ არჩევნებს.
ყოვლად მიუღებელია საუბარი შემდგარი არჩევნებისას სხვადასხვა მხარის ჩარევაზე. თუ ჩარევაზეა საუბარი სწორედ ევროპელი და ამერიკელი პოლიტიკოსები ერევიან საქართველოს შიდა საქმეებში, ჩვენ ხომ ისინი თბილისის ქუჩებში ვიხილეთ, ეს მიუღებელია და აღმაშფოთებელი“, - აღნიშნა იან პრაუდმა.