Loading data...
ჰორმუზის სრუტეში ტანკერს თავს დაესხნენ

დიდი ბრიტანეთის საზღვაო სავაჭრო ოპერაციების ცენტრმა (UKMTO) ჰორმუზის სრუტეში ტანკერზე თავდასხმის შესახებ განაცხადა.

უწყების ცნობით, ჰორმუზის სრუტის გავლისას ხომალდს ამოუცნობი ჭურვი მოხვდა. თავდასხმის შედეგად ეკიპაჟის არცერთი წევრი არ დაშავებულა, ასევე არ დაფიქსირებულა გარემოს დაბინძურების საფრთხე.

ამასთან, UKMTO იტყობინება კიდევ ერთი ინციდენტის შესახებ - ომანის ქალაქ ხასაბიდან ჩრდილო-დასავლეთით 8 საზღვაო მილის დაშორებით, ჰორმუზის სრუტეში მდებარე ტანკერზე ხანძარი გაჩნდა, რის გამოც ეკიპაჟის ევაკუაცია გახდა საჭირო.