Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: უკრაინა-მოლდოვა დაწინაურდა ვიდრე საქართველოო - საუბრობდნენ, რა თქმა უნდა, დაწინაურდნენ და სამწუხაროდ, ლგბტ პროპაგანდაში

„უკრაინა-მოლდოვაზე საუბრობდნენ, რომ ეს ქვეყნები დაწინაურდნენ, ვიდრე საქართველო და რა თქმა უნდა, დაწინაურდნენ, სამწუხაროდ, ლგბტ პროპაგანდაში“, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.

დეპუტატი გამოეხმაურა მოლდოვაში და უკრაინაში გამართულ ლგბტქ+ პრაიდს.

„ამაში გაგვისწრონ და ეს ჩვენი ნატვრაც არის, რომ ამაში ვისაც უნდა, იმან გაგვისწროს. ამაში ჩვენ არავის ვეჯიბრებით, ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს თავის გზაზე, მაგრამ ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს. ჩვენ გავუსწრებთ მშვიდობაში, ტრადიციების შენარჩუნებაში, ეკონომიკის აღმავლობაში - აქ ვუსწრებთ და ამას ჩვენ გარდა ადასტურებენ საერთაშორისო ორგანიზაციები, სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი“, - აღნიშნა მაჭარაშვილმა.

ცნობისთვის, თანასწორობის კვირეული ფარგლებში, მოლდოვაში ფესტივალი Moldova Pride იმართება, რომლის ორგანიზატორიც LGBTQ თემია.

კიევში კი, ლგბტ მარშის პარალელურად პრაიდის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა.