აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა
შვეიცარიაში, აშშ-სა და ირანს შორის მოლაპარაკებების პირველი რაუნდი დასრულდა. დღევანდელი შეხვედრა პაკისტანისა და კატარის მონაწილეობით გაიმართა და მას მხარეებმა უკვე უწოდეს ისტორიული.
მედიის ინფორმაციით, პირველი 80-წუთიანი სესია 14-პუნქტიან ურთიერთგაგების მემორანდუმს დაეთმო - განსაკუთრებული აქცენტი ლიბანში არსებულ ვითარებაზე გაკეთდა. ამ დროისთვის, უცნობია მოლაპარაკებების დეტალები.
აშშ-ის დელეგაციას ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი ხელმძღვანელობს. ვენსის განცხადებით, ვაშინგტონის მთავარი პრიორიტეტები ირანთან ბირთვული პროგრამის მიმართულებით პროგრესის მიღწევა და ლიბანში ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველყოფაა.
ვიცე-პრეზიდენტი აღნიშნავს იმასაც, რომ მოლაპარაკებებში უმაღლესი პოლიტიკური ხელმძღვანელობა იქნება ჩართული, რაც რეგიონში არსებული კრიზისების მუდმივი კონტროლის აუცილებლობით არის განპირობებული.