Loading data...
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც დღეს ვისმენთ ევრობიუროკრატიის წარმომადგენლების - ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის, მაკრონის, გერმანიის კანცლერის განცხადებას, ასე მგონია „ხალხის ძალის“ ბრიფინგებს კითხულობენ

„ევრობიუროკრატიამ რა უსამართლობაც დათესა საქართველოსთან მიმართები“, იმას იმკის ახლა საკუთარ თავზე“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა გადაცემაში „EURO ანატომია.

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა აღნიშნა, რომ რასაც ევრობიუროკრატია მალავდა, დღეს გაცხადებულია.

„„ხალხის ძალამ“ ჯერ კიდევ 2022 წლის 2 ოქტომბერს გამოვაქვეყნეთ წერილი, სადაც მივუთითებდით, რომ ევრიბიუროკრატიაში, მაშინდელი ამერიკის ხელისუფლებაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც უსამართლო ზეწოლას ახორციელებდნენ საქართველოზე. მაშინ მეტ-ნაკლებად ეს საკითხები ჯერ კიდევ კულისებში იყო და „ხალხის ძალამ“ შევძელით, რომ ეს ყველაფერი კულისებიდან გამოგვეტანა. ის, რასაც ევრობიუროკრატია მალავდა, დღეს გაცხადებულია. როდესაც დღეს ვისმენთ ევრობიუროკრატიის წარმომადგენლების: ურსულა ფონ დერ ლაიენის, კაია კალასის, მაკრონის, გერმანიის კანცლერის განცხადებას, ასე მგონია „ხალხის ძალის“ ბრიფინგებს კითხულობენ“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.