Loading data...
გურამ მაჭარაშვილი ფასების შემცირებაზე: პრემიერის ხელმძღვანელობით კომისიაა შექმნილი, ასევე, შეიქმნება საპარლამენტო კომისია - დარწმუნებული ვარ, ამას შედეგი ექნება

„ხალხის ძალის“ აღმასრულებელი მდივნის გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, ფასების შემცირების მიზნით შექმნილი კომისიების მუშაობის შედეგს საზოგადოება მყისიერად იგრძნობს და ამას ეფექტი ექნება.

„ჩვენ ვთქვით, რომ ფასებთან დაკავშირებით რეგულაციები მნიშვნელოვანია. იცით, პრემიერის ხელმძღვანელობით კომისიაა შექმნილი. ასევე შეიქმნება პარლამენტში - საპარლამენტო კომისია. დარწმუნებული ვარ, რომ ამას ექნება შედეგი და საზოგადოება მყისიერად იგრძნობს. ეფექტური იქნება ეს კომისიები, იმიტომ რომ ბუნებრივია, ერთი და იგივე პროდუქციაზე ფასი არ შეიძლება, საქართველოში იყოს 3-4-ჯერ მეტი, ვიდრე ეს არის მაგალითად, ევროპულ ქვეყნებში“, - განაცხადა მაჭარაშვილმა.

ფასების შემცირებასთან დაკავშირებით, შეხვედრები იწყება სასურსათო და ფარმაცევტული პროდუქციის მწარმოებლებთან, ასევე განიხილავენ საწვავის ფასს.

პრემიერის ინიციატივით შექმნილი კომისია, ეძებს გზებს, მოაგვაროს პრობლემა, რომელიც მოსახლეობისთვის დიდი წნეხია.

მთავრობის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, საქართველოში პროდუქტი 86%-ით ძვირია, ვიდრე ევროპაში. ასევე, შეიქმნება საპარლამენტო კომისია, რომელიც სამთავრობო კომისიასთან კოორდინირებულად იმუშავებს.