გურამ მაჭარაშვილი: ორმაგი სტანდარტები რაც იყო, ის დარჩა დღის წესრიგში ევრობიუროკრატიის და ზოგადად, „დიფ სთეითის“, გვეუბნებოდნენ, სანქციები დაუწესეთ რუსეთს, ამ დროს ბალტიისპირა ქვეყნებს რუსეთთან გაგანია სავაჭრო ურთიერთობა ჰქონდათ
„ორმაგი სტანდარტები რაც იყო, ის დარჩა დღის წესრიგში ევრობიუროკრატიის და ზოგადად, „დიფ სთეითის““, - განაცხადა გადაცემაში „EURO ანატომია“ „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა.
წამყვანმა მას ჰკითხა, „იმის ფონზეც კი, როდესაც რუსეთს ევროკავშირი უწესებდა სანქციებს, ამ ქვეყნიდან ასობით მილიარდი დოლარის პროდუქციის იმპორტი ხდებოდა ევროპულ ქვეყნებში. რაზე მიანიშნებს ეს?“.
როგორც გურამ მაჭარაშვილმა აღნიშნა, „გვეუბნებოდნენ, სანქციები დაუწესეთ რუსეთს, ამ დროს ბალტიისპირა ქვეყნებს ჰქონდათ გაგანია სავაჭრო ურთიერთობა რუსეთთან“.
„მათ შორის, ჩინეთთან დაკავშირებით იყო პრობლემები მათი მხრიდან, რომ საქართველო როგორ ბედავს და ჩინეთთან როგორ ამყარებს კავშირებს მაშინ, როდესაც ვხედავთ, რომ ევროკავშირი თავად სავაჭრო ურთიერთობაშია, მათ შორის ამერიკა ჩინეთთან. ის, რომ რუსეთთან, მათ შორის ახლა დაიწყეს საუბარი დიალოგზე, აქამდეც კომპანიები ვინც კი გავიდა რუსეთიდან, ფორმალურად გავიდნენ, ისინიც კი ბრუნდებიან დღეს რუსეთის ფედერაციაში საქმიანობის გაგრძელებისთვის.
ორი-სამი წლის წინ ვითომ გავიდნენ და შემდეგ შუამავალი ფირმებით მაინც ვაჭრობდნენ რუსეთის ფედერაციასთან. ესეც ხომ უკვე რამდენიმე თვეში გაცხადდა, მაგრამ დღეს უკვე ამასაც აღარ აკეთებენ და პირდაპირ ის ევროპული ბრენდები, კომპანიები, რომლებმაც თუნდაც ფორმალურად დატოვეს რუსეთის ბაზარი, დღეს ისევ აღდგენის პროცესში არიან. გასაგებიც არის იმიტომ, რომ მათი პოლიტიკური ხელმძღვანელობა ამბობს, რომ დიალოგი უნდა განაახლონ რუსეთთან და ამ დროს სავაჭრო ურთიერთობა მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.