Loading data...
გურამ მაჭარაშვილი ევრობიუროკრატებზე: გადახედონ აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ, თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა

„გადახედონ ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა, - განაცხადა „ხალხის ძალის“ აღმასრულებელმა მდივანმა გურამ მაჭარაშვილმა ევრობიუროკრატებზე საუბრისას, რომლებიც საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესის გამო განცხადებებს ავრცელებენ.

„სამწუხაროდ, ჩვენ არ გვიკვირს ევრობიუროკრატების - იქნება ეს კუბილიუსი, იუკნევიჩიენე თუ ნებისმიერი სხვა ევროპარლამენტარი თუ ევროკომისიის წარმომადგენელი, ფასიანი განმცხადებლები არიან. უხდიან, გამოდიან და რასაც უნდათ, იმას ლაპარაკობენ. ამ დროს, გადახედონ, მათ შორის, ყველაზე სტრატეგიული ქვეყნის, აშშ-ის დღევანდელი პრეზიდენტისა და ადმინისტრაციის განცხადებებს ევროპის მიმართ. თავის თავს მიხედოს ამ ხალხმა“, - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.