Loading data...
გორდულაძე: როგორი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ ხვალ, მას იმ ფურცლის ფასიც არ ექნება, რომელზეც ამობეჭდილი იქნება ეს რეზოლუცია - მუქარები და შანტაჟები ქართველ ხალხზე არ ჭრის

სამწუხაროდ, გვაქვს მოცემულობა, რომ ევრობიუროკრატიაზე იმ „დიფ სთეითის“ გავლენები, რომელზედაც განსაკუთრებით საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ძალიან ვრცელია და კიდევ უფრო გაღრმავებულია ახლა ევროპის მასშტაბით, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

გორდულაძის თქმით, ყველამ კარგად დაინახა, რომ მუქარები და შანტაჟები ქართველ ხალხზე არ ჭრის და შესაბამისად, ხვალ, როგორი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, იმ ფურცლის ფასიც არ ექნება, რომელზეც ამობეჭდავენ მას.

„სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ჯერ კიდევ, ზოგიერთ პირებში არსებობს განცდა, რომ ჩვენ, ვიღაცას, რაღაც უნდა ავუხსნათ და თუ ჩვენ ავუხსნით, ეს კეთილი ადამიანები აუცილებლად, თავიანთ განზრახვებს შეიცვლიან. მაგრამ, ეს სამყარო არ არის თეთრი და შავი.

სამწუხაროდ, გვაქვს მოცემულობა, რომ ევრობიუროკრატიაზე იმ „დიფ სთეითის“ გავლენები, რომელზედაც განსაკუთრებით საუბრობს აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია, ძალიან ვრცელია და კიდევ უფრო გაღრმავებულია ახლა ევროპის მასშტაბით. როდესაც ვსაუბრობთ კომუნიკაციაზე, იქნებ თქვენ გამახსენოთ, ბოლოს რომელი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი იყო ჩვენს ქვეყანაში ჩამოსული? მგონი ფინეთის იყო. ის არ იყო ჩამოსული, როგორც უბრალოდ საგარეო საქმეთა მინისტრი, არამედ ის იყო ეუთოს წარმომადგენელი ჩვენს ქვეყანაში, მან შეხვედრა გამართა ჩვენი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრთან, მერე გავიდა და გზა გადაკეტა.

ჩვენ თუ გვგონია, რომ ვინმემ რამე არ იცის, ან არასწორი ინფორმაცია აქვს, ძალიანაც ცდება. პირიქით, ყველამ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. ყველამ კარგად იცის, რომ საქართველოში მიღებულია გადაწყვეტილება მისი უმაღლესობა, ქართველი ხალხისა, არჩეულია საქართველოს ხელისუფლება „ქართული ოცნების“ გუნდის სახით და ამავდროულად, მიმდინარე წელსაც, თვითმმართველობის არჩევნებშიც, ზუსტად იმდენივე ადამიანმა გამოხატა მხარდაჭერა „ქართული ოცნების“ გუნდის მიმართ, რამდენმაც საპარლამენტო არჩევნების დროს.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ აბსოლუტური ტყუილია ეს დემოკრატიული უკუსვლები. როდესაც მთავარ პრინციპს, კანონის უზენაესობას და დემოკრატიას უგულებელყოფს „დიფ სთეითის“ მართული ბიუროკრატი, შემდეგ ნებისმიერი განცხადების გაკეთება მარტივი ხდება. მ

ათ შორის, მარტივი ხდება თითის გაშვერა, მარტივი ხდება დასჯის მცდელობა, ზუსტად იგივე ვისმენთ ვიზებთან დაკავშირებით, იმავეს ვისმენთ, როდესაც სანქცირებები უნდა მოხდეს. მაგრამ, ყველამ კარგად დაინახა, რომ ასეთი მუქარები და შანტაჟები ქართველ ხალხზე არ ჭრის და შესაბამისად, ხვალ გინდა მიიღონ, გინდა არ მიიღონ, როგორი რეზოლუციაც არ უნდა მიიღონ, იმ ფურცლის ფასიც არ ექნება, რომელზეც ამობეჭდილი იქნება ეს რეზოლუცია“, - აღნიშნა გორდულაძემ.