Loading data...
გორდულაძე: რეალურად, ჩვენ გვყავს 4 „ნაცმოძრაობა“ - ძველი ნაცები, ახალთახალი ნაცები, ლელოელი ნაცები და გახარიელი ნაცები

„რეალურად, ჩვენ გვყავს ოთხი „ნაცმოძრაობა“ - ძველი ნაცები, ახალთახალი ნაცები, ლელოელი ნაცები და გახარიელი ნაცები“, - ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. 

გორდულაძის თქმით, საზოგადოება კარგად ხედავს, რომ 4 პარტია ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული.

„როგორ შეიძლება, ვინმემ დაიჯეროს ის, რასაც ისინი ამბობენ... თითქოს, ქალბატონი სალომე სამადაშვილი არასდროს ყოფილა „ნაცმოძრაობის“ წევრი, არც მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე იყვნენ „ნაცმოძრაობასთან“ სიამტკბილობაში... დღეს მათი პატრონები ცდილობენ, თავიანთი აგენტურის ხელით, როგორმე, 5 ნომერი და „ახალი“ მოაშორონ „ლელოსა“ და გახარიას, როგორმე გარეცხონ ეს უზარმაზარი დამღა და საზოგადოებას შეასაღონ, როგორც ახალი პოლიტიკური ძალა.

დღეს, დიდი ძალაუფლების მქონე პირები ცდილობენ, როგორმე, საზოგადოებას შეასაღონ „ლელო“ და გახარია, როგორც არანაცები, რაც წარმოუდგენელია. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს, რომ 4 პარტია ერთმანეთთან მჭიდროდაა დაკავშირებული და მათი პარტიული დასახელებები არის მხოლოდ ციფრები, მათი ნიშნები და ფერები არის მხოლოდ იმისთვის, რომ საზოგადოებას დარჩეს აღქმა, თითქოს ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან“, - აღნიშნა გორდულაძემ.