Loading data...
გორდულაძე: ყველას მოვუწოდებ, ხელი არ წაუცდეთ და ქვეყნისთვის საჭირო სახსრები არ გამოიყენონ პირადი მიზნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, კანონი იქნება მაქსიმალურად მკაცრი

„ყველას მოვუწოდებ, ხელი არ წაუცდეთ და ქვეყნისთვის საჭირო სახსრები არ გამოიყენონ პირადი მერკანტილური მიზნებისთვის, წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ კანონი იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა არჩილ გორდულაძემ განაცხადა.

მისი თქმით, სპეციალური საგამოძიებო სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა  კორუფციასთან ბრძოლა, იყოს ეფექტური.

„გრძელდება ბრძოლა კორუფციასთან. ყველასთვის ცნობილია, რომ „ქართული ოცნების“ და პირადად პრემიერ-მინისტრის პრიორიტეტია კორუფციასთან ბრძოლა. ამავდროულად, სურვილი, რომ უახლოეს მომავალში ჩვენი ქვეყანა იყოს წარმატებული ამ კუთხით და მსოფლიოში საუკეთესო სამეულში შედიოდეს.

შესაბამისად, გრძელდება გამოძიებები და სპეციალური საგამოძიებო სამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა ასეთი საკითხები, კორუფციასთან ბრძოლა, იყოს ეფექტური.

შესაბამისად, ყველას მოვუწოდებ, კიდევ ერთხელ, ხელი არ წაუცდეთ იმ საზოგადოებრივი სიკეთისთვის, რასაც ჰქვია სახელმწიფო ბიუჯეტი და ქვეყნისთვის საჭირო სახსრები არ გამოიყენონ პირადი, მერკანტილური მიზნებისთვის. წინააღმდეგ შემთხვევაში, მათ მიმართ კანონი იქნება მაქსიმალურად მკაცრი“, - განაცხადა გორდულაძემ.