Loading data...
გორდულაძე ჯაფარიძის წერილზე: სასაცილო და კომიკური ადამიანები არიან, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს საქართველოს წინააღმდეგ

„სასაცილო და კომიკური ადამიანები არიან, რომლებიც წარმოადგენენ აგენტურულ ქსელს საქართველოს წინააღმდეგ. ისინი არიან ის ადამიანები, რომლებიც კლასიკურ მაგალითებს წარმოადგენენ „დიფ სთეითის“ მართული პირებისა, რომლის კამპანიებით ხდება ამ პრორუსულობის იარლიყის მიკერება“, - ამის შესახებ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ არჩილ გორდულაძემ განაცხადა. 

მისი თქმით, ოპოზიციამ კარგად იცის, რომ სამოქალაქო დაპირისპირების გარდა, არავითარი შანსი არ აქვთ,  ხელისუფლებაში მოვიდნენ.

„მათთვის მთავარია, რომ ადამიანები ეზიზღებათ, ეზიზღებათ ქართველი ხალხი და ხალხი, რომელიც ირჩევს ეროვნულ ხელისუფლებას, არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“ არჩეული ხელისუფლების სახით, არამედ მათ მხარდამჭერებსაც რუსი და რუსები უნდა უწოდონ.

ამით უნდა შეეცადონ საზოგადოების გახლეჩა და შუღლი ჩამოაგდონ. მათ მიზანია, რომ შემდეგ ეს დაპირისპირებაში გადაიზარდოს, რადგან ძალიან კარგად იციან, რომ სამოქალაქო დაპირისპირების გარდა, მათ არავითარი შანსი არ აქვთ, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ“, - აღნიშნავს გორდულაძე.