Loading data...
გორდულაძე: ჰელსინკის კომისია, სამწუხაროდ, გადაქცეულია იმ ძალებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც ე.წ. დიფ სთეითისა და გლობალური ომის პარტიის გავლენებს არ ექვემდებარებიან

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ ჰელსინკის კომისია გადაქცეულია იმ ძალებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც ე.წ. დიფ სთეითისა და გლობალური ომის პარტიის გავლენებს არ ექვემდებარებიან.

„ჰელსინკის კომისია, რომელსაც ადრე ჰქონდა შესაბამისი მაღალი რეპუტაცია, ახლა, სამწუხაროდ, გადაქცეულია იმ ძალებზე თავდასხმის საშუალებად, რომლებიც ე.წ. დიფ სთეითის და გლობალური ომის პარტიის გავლენებს არ ექვემდებარებიან და მხოლოდ საკუთარი ქვეყნის ინტერესებიდან სარგებლობენ. ამის კლასიკური მაგალითია მათი ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელიც ასე ჩახუტებულია კოლექტიური ნაცმოძრაობის წარმომადგენლებთან“, - აცხადებს არჩილ გორდულაძე.