Loading data...
გორდულაძე გზის გადაკეტვის მცდელობებზე: რამდენიმე ათეული ადამიანი ცდილობს, იძალადოს თბილისის მილიონზე მეტ მოსახლეზე, ეს არის კანონდარღვევა

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე აცხადებს, რომ რამდენიმე ათეული ადამიანი ცდილობს, თბილისის მილიონზე მეტ მოსახლეზე იძალადოს, რაც კანონდარღვევაა.

„სამწუხაროდ, ჩვენ ვხედავთ, რომ სხვადასხვა ბიუროკრატისგან და ჩვენს ქვეყანაში აგენტურის მეოხებით წაქეზებული და შეგულიანებული, რამდენიმე ათეული ადამიანი ცდილობს, იძალადოს თბილისის მილიონზე მეტ მოსახლეზე. ეს არის კანონდარღვევა, მიუღებელი ნებისმიერი დემოკრატიული ქვეყნისთვის და ამიტომაც არის, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს უწევს რეაგირება მოახდინოს, რათა დაიცვას სხვათა უფლებები“, - აღნიშნავს გორდულაძე.