Loading data...
გორდულაძე გახარიაზე: თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, შეუძლია, სასამართლოში იდავოს - თუ საქართველოში არ დააკმაყოფილებთ გადაწყვეტილებები, შეუძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ

იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე არჩილ გორდულაძე გიორგი გახარიას საქმეს აფასებს. მისი განცხადებით, თუ ვინმეს პრეტენზია აქვს, შეუძლია, სასამართლოს მიმართოს და იქ დაამტკიცოს საკუთარი სიმართლე.

„საგამოძიებო სამსახურების შეფასება არის სამართლებრივი ნაწილი, რომელსაც ვნახავთ ყველა. ამავე დროს, თუ ვინმეს აქვს პრეტენზია, შეუძლია, სასამართლოში იდავოს, თავისი სიმართლე დაამტკიცოს და თუ საქართველოში არ დააკმაყოფილებთ სასამართლოს გადაწყვეტილებები, შეუძლიათ, სტრასბურგის სასამართლოს მიმართონ. მაგრამ ჩვენ ვხედავთ, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებები ცალსახად ამართლებს როგორც საგამოძიებო სამსახურების მიერ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს, ამავდროულად, სასამართლოდ მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებსაც“, - განაცხადა არჩილ გორდულაძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პროკურატურამ 2019 წლის 20-21 ივნისის და ჩორჩანას ეპიზოდებზე გიორგი გახარიას მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო.