Loading data...
GORBI: კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს ქვეყნის მასშტაბით გამოკითხულთა 65,9%-მა „ქართული ოცნება“ დაასახელა, 10,7% მხარს უჭერს „გახარია საქართველოსთვის“, „ლელო“ - 10,4%, „გირჩი“ - 5,1 %

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა.

კითხვაზე, რომელ პარტიას უჭერთ მხარს, შედეგები ასე გადანაწილდა:

  • „ქართულ ოცნებას“ გამოკითხულთა 65,9% უჭერს მხარს.
  • „გახარია საქართველოსთვის“ მხარს უჭერს 10,7%.
  • „ლელო“ - 10,4%
  • „გირჩი“ - 5,1 %
  • „პატრიოტთა ალიანსს“ - 4,2 %
  • ყველა სხვა პარტიას ჯამში აქვს 3,7%

კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.