Loading data...
GORBI: კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა? გამოკითხული მოქალაქეების 61% მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება

ტელეკომპანია „იმედის“ დაკვეთით, კომპანია GORBI-მ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა.

კითხვაზე, როგორ ფიქრობთ, რა მიმართულებით ვითარდება ქვეყანა? გამოკითხული მოქალაქეების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ საქართველო სწორი მიმართულებით ვითარდება.

ასე ფიქრობს გამოკითხულთა 61%.

34%-ს მიაჩნია, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება.

არ იცის ან უარს აცხადებს პასუხზე გამოკითხულთა 5%.

კვლევა პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. საველე სამუშაო მოიცავს 11-20 აგვისტოს პერიოდს. გამოიკითხა 2300 ადამიანი. ცდომილების ზღვარი +/- 3 პროცენტია.