Loading data...
გივი მიქანაძე: შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც, სამწუხაროდ არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს და ეს არის ის რეალობა, რამაც ფუნდამენტი დაუდო იმას, რომ ეს რეფორმა განხორციელებულიყო

„შემიძლია არაერთი საერთაშორისო რეიტინგი წარმოვადგინო, სადაც, სამწუხაროდ არცერთ ქართულ უნივერსიტეტს სახარბიელო პოზიცია არ აქვს და ეს არის ის რეალობა, რამაც ფუნდამენტი დაუდო იმას, რომ ეს რეფორმა განხორციელებულიყო“, - განაცხადა საქართველოს განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ „იმედის“ ეთერში, გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“.

„არაერთი საერთაშორისო მაღალი რანგის რეიტინგებია, მაგალითად, QS world university ranking, სადაც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი წარმოდგენილი და საერთოდ არ იძებნება ილიაუნი, ასევე აქცენტი შეგვიძლია გავაკეთოთ Centre for world university ranking-ის ერთ-ერთ რეიტინგზე, სადაც თსუ 1106-ე პოზიციას იკავებს, ილიაუნი 1479-ე პოზიციას. რაც შეეხება „თაიმს ჰაიერ ედუქეიშენ“-ს მას აქვს ასევე „გავლენის რეიტინგები“, სადაც მხოლოდ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტია წარდგენილი და წელს ველოდებით, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიც იქნება უკვე ასახული“, - აღნიშნა მინისტრმა.