გივი ჩხარტიშვილი: ყველა იმ სიკეთეს, რომელიც მომავალ წელს იგეგმება, თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე აუცილებლად მივიტანთ
„ყველა იმ სიკეთეს, რომელიც მომავალ წელს იგეგმება, თითოეულ ჩვენს მოქალაქემდე აუცილებლად მივიტანთ. ჩვენი მოსახლეობის გვერდით დგომა კვლავაც გაგრძელდება, დედაქალაქის ბიუჯეტი, რომელიც ახლახან მივიღეთ, მოქალაქეთა საჭიროებებზეა მორგებული“, - განაცხადა საკრებულოს წევრმა გივი ჩხარტიშვილმა დედაქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოს 2025 წლის ბოლო სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
დეპუტატმა განვლილი წელი შეაჯამა, ოპოზიციას მომდევნო წლიდან მუშაობაში აქტიური ჩართვისკენ მოუწოდა და საქართველოს მოქალაქეებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა.
მისივე განცხადებით, მმართველმა გუნდმა მიმდინარე წელს აქტიური მუშაობის შედეგად მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა ყველა მუნიციპალიტეტში.
„გამარჯვებამ განაპირობა, რომ ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას, მოქმედებას და გაგრძელდება უამრავი მართლაც მნიშვნელოვანი და საჭირო პროგრამა. ოპოზიციას კი ვურჩევ, მომდევნო წლიდან მოემზადოს და აქტიურად ჩაერთოს იმ ნაყოფიერ მუშაობაში, რომელსაც ჩვენ ჩვენი ქალაქისა და მოქალაქეებისთვის ვაწარმოებთ.
მთელ საქართველოს ვულოცავ დამდეგ შობა-ახალ წელიწადს, ჯანმრთელობას და ბედნიერებას ვუსურვებ ჩვენს მოქალაქეებს. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ჩვენი მომავალი თაობის აღზრდას იმ ფასეულობებზე, რომლებზეც დგას ჩვენი სამშობლო და საბოლოო ჯამში უკეთეს ქალაქს და უკეთეს ქვეყანას აუცილებლად მივიღებთ“, - განაცხადა გივი ჩხარტიშვილმა.