Loading data...
გიორგი ზურაბაშვილი: მიუხედავად სირთულეებისა, მაინც საჭირო და აუცილებელია გაგრძელდეს დიალოგი, რადგან ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ადარდებს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მთავრობას, მივაღწიოთ ურთიერთობების დარეგულირებას, ტერიტორიების გაერთიანებას, ამის გარეშე შეუძლებელი იქნება, წინ წავიწიოთ და მივაღწიოთ ჩვენს მთავარ ოცნებას - ერთიან, ძლიერ საქართველოს

„აუცილებელია გაგრძელდეს ძალიან გულახდილი დიალოგი, რადგან ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ადარდებს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მთავრობას“, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა „იმედი ლაივის“ ეთერში განაცხადა. როგორც გიორგი ზურაბაშვილმა აღნიშნა, დიალოგი აუცილებელია, რათა მოხდეს ურთიერთობების დარეგულირება.

„მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც ჩვენ გაგვაჩნია, მაინც საჭირო და აუცილებელია გაგრძელდეს ეს დიალოგი, ძალიან გულახდილი, იმიტომ, რომ ჩვენ ვიმსჯელოთ ყველა იმ საკითხზე, რომელიც ადარდებს ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს მთავრობას, მივაღწიოთ ურთიერთობების დარეგულირებას, ტერიტორიების გაერთიანებას, ამის გარეშე ჩვენთვის შეუძლებელი იქნება, წინ წავიწიოთ და მივაღწიოთ ჩვენს მთავარ ოცნებას - ერთიან, ძლიერ საქართველოს“, - განაცხადა ზურაბაშვილმა.