1795721789
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი USAID-ის ფაილებზე: ეს არის გამომჟღავნება კულუარული ბოროტებისა, რაც მათ შორის ჩვენი პატარა ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობდა
ეს არის გამომჟღავნება კულუარული ბოროტებისა, რაც მათ შორის ჩვენი პატარა ქვეყნის წინააღმდეგ მიმდინარეობდა, - განაცხადა გადაცემაში „იმედი Live“ პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ გიორგი ვოლსკიმ USAID-ის ფაილებზე საუბრისას.
მისი თქმით, დადასტურდა, რომ ამ სისტემის ერთ-ერთი მთავარი ბირთვი ქართული ორგანიზაციები იყვნენ.
„ამ სისტემის მთავარი შემადგენელი ბირთვი იყო ქართული ორგანიზაციები. მხოლოდ ის ფაქტი, რომ ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და ის გააფთრებული მცდელობა, რომ აქ სისხლისღვრა მომხადარიყო, მარტო ეს ეპიზოდი ახასიათებს იმ ადამიანებს, თუ ვისთან გვაქვს საქმე. სამწუხარო ფაქტია ბევრი ასპექტით“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.