გიორგი ვოლსკი საკონსტიტუციო სარჩელზე: თავდაცვის მიმართულებას ასე რომ წარმართავდნენ, ეს მოულოდნელობა არ იყო - ისე საუბრობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარა
გიორგი ვოლსკიმ, საკონსტიტუციო სასამართლოში მიმდინარე პროცესი „დღის ქრონიკაში“ შეაფასა.
პარლამენტის ვიცე-სპიკერმა აღნიშნა, რომ პარტიის წარმომადგენლები ისე საუბრობენ, თითქოს დანაშაული საერთოდ არ მომხდარა.
„თავდაცვის მიმართულებას ასე რომ წარმართავდნენ, ეს მოულოდნელობა არ იყო. სააკაშვილის განცხადებებსა და „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების განცხადებებში ისმის, რომ დანაშაული საერთოდ არაფერი, არასდროს მომხდარა, თურმე ის კონკრეტული ადამიანები არ არსებობენ, არც ქუჩაში არავინ დახვრეტილა, ის სამი აჭარელი ბიჭია თუ შავაძეა, რა თქმა უნდა, დაიხვრიტნენ, მაგრამ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, თორემ ისე არც არაფერი მოხდა დიდი, იგივე აფრასიძეების საკითხი - სვანეთს აზანზარებდნენო და 5-დან 2 მოვკალითო, ამბობს ბარამიძე, ჩვეულებრივ ამბად უნდათ წარმოადგინონ ეს თემა. წარსულთან დაკავშირებით რამდენიმე თემა რომ ამოიღოთ, ვერანაირ გამართლებას ვერ იპოვით“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.