Loading data...
გიორგი ვოლსკი ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრზე: მისი მანდატი ნამდვილად არ ითვალისწინებდა არც ქუჩაში გავარდნას და არც იმ განცხადებების გაკეთებას, რომელიც გააკეთა ფინეთის სახელით

„სერიოზულად დაარღვია ვენის კონვენცია დიპლომატიური საქმიანობის და ურთიერთობის გარკვეულ წესებს ადგენს“, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ქმედებასთან დაკავშირებით, რომელიც კანონსაწინააღმდეგო აქციაზე იმყოფებოდა.

მისი თქმით, ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ეუთოს თავმჯდომარის მანდატით იმყოფებოდა საქართველოში და მას ფინეთის სახელით არ უნდა ესაუბრა.

„მისი მანდატი ნამდვილად არ ითვალისწინებდა არც ქუჩაში გავარდნას და არც იმ განცხადებების გაკეთებას, რომელიც გააკეთა მან ფინეთის სახელით“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მისი თქმით, იმდენად პოზიტიური იყო ფინეთის წარმომადგენლის გაცხადება საქართველოში ჩატარებულ არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ამას მოჰყვა ისტერია და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა კანონსაწინააღმდეგო აქციაზე მისვლით დააფიქსირა ფინეთის პოზიცია.

„ამან გამოიწვია ისტერიკა იმ ძალების მხრიდან, რომლებიც კონკრეტულ მიზანს ემსახურებიან. ამის დაბალანსება იყო მისი ამოცანა. რა ძალა აქვს?! ის ძალა აქვს, რომ გამოხატა ფინეთის დამოკიდებულება საქართველოში მიმდინარე პროცესების მიმართ. ძალა, როგორც ასეთი ამ გადაწყვეტილებას არ აქვს, სიახლე ამაში არაფერი არ არის. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ევროკავშირის პლატფორმებზე ქვეყნების გარკვეული რაოდენობა, გარკვეულ რაოდენობას, რომ ვამბობ ეს ნიშნავს, რომ ყველა ამ პოზიციაზე არ არის არც ევროპარლამენტში, არც ევროსტრუქტურებში. საკმაოდ აქტიურად და ხისტად გამოდიან საქართველოს პოზიციების მხარდასაჭერად მაგრამ უმრავლესობას მაინც „სახალხო პარტიის“ მიერ მართული პოლიტიკური ძალები წარმოადგენენ“, - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.