გიორგი ვოლსკი ოპოზიციაზე: მათი გეგმა და ამოცანა ერთია - საქართველოში უნდა მოხდეს პროცესების დესტაბილიზაცია, რათა ხელისუფლება შეიცვალოს

„მათი გეგმა და ამოცანა ერთია - საქართველოში უნდა მოხდეს პროცესების დესტაბილიზაცია, რათა ხელისუფლება ამ, თუ სხვანაირი მეთოდით შეიცვალოს“, - განაცხადა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ „ქრონიკის“ ინფორმაციასთან დაკავშირებით.
„თუ დადასტურდა, რომ რეალურად არის გამოყოფილი ეს თანხები და ინსტრუქციებიც მიღებული აქვთ როგორ იმოქმედონ, ეს იქნება იმის დადასტურება, რასაც თვეებია, ყოველდღიურად, ვიმეორებთ. მათი გეგმა და ამოცანა ერთია - საქართველოში უნდა მოხდეს პროცესების დესტაბილიზაცია, რათა ხელისუფლება ამ, თუ სხვანაირი მეთოდით შეიცვალოს“, - აღნიშნა ვოლსკიმ.
„ქრონიკის“ ინფორმაციით, ოპოზიციური სპექტრის წარმომადგენლებმა უცხოელი პატრონებისგან დავალებები საბოლოოდ მიიღეს. ბოიკოტის რეჟიმში მყოფი 8 პარტია, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, თუმცა ოქტომბერში პარტია „ლელოს“ არჩევნებზე ვიხილავთ. უფრო მეტიც, პარტია გარედან 15 მილიონი დოლარის დაფინანსებასაც მიიღებს და ჯამში, თვითმმართველობის არჩევნებისთვის 50 მილიონ დოლარს დახარჯავს.