Loading data...
ლარი ისევ გამყარდა - ვალუტის კურსი

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ვალუტის ახალი კურსი დაადგინა. 4 ივლისის ვაჭრობის შედეგად, აშშ დოლარი გაუფასურდა და 2.7191 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა 2.7195 არი იყო.

გაუფასურდა ევრო, რომლის კურსი 3.2020 ლარი გახდა. დღეს მოქმედი კურსი 3.2090 ლარს შეადგენს.

თურქული ლირა გამყარდა, რომლის ღირებულებაც 0.0683 ლარს შეადგენს.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსი 5 ივლისს შევა ძალაში.