1749229202
პოლიტიკა
გიორგი ვოლსკი: „ლელო“ და ანა დოლიძე ერთად იქნებიან თუ ცალ-ცალკე, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება

„საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად იქნება თუ ცალკე“, - განაცხადა პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ.
„არც ანა დოლიძისთვის არის დიდი დანაკარგი, თუ „ლელოს“ სივრცეში აღარ იმოძრავებს და არც „ლელოსთვის“ არის დიდი დანაკარგი, თუ ანა დოლიძე მის რიგებში არ იქნება. ზოგადად, საქართველოსთვის დიდი დანაკარგი არ იქნება, თუ „ლელო“ ანა დოლიძესთან ერთად ან ცალკე იქნება, როგორც დღეს არიან. მათ წარმატება არც ერთად და არც ცალ-ცალკე არ ექნებათ“, - აღნიშნა გიორგი ვოლსკიმ.
ანა დოლიძემ კოალიცია „ძლიერი საქართველო“ დატოვა. როგორც ანა დოლიძე წერს, ის დამოუკიდებელ საქმიანობას უბრუნდება.